აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ – ტატა ახვლედიანი

რა თქმა უნდა, დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგის შესაძლებლობის სივრცეს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ აქრობს „თავისი რადიკალური გადაწყვეტილებებით, რადიკალური სცენარების დაანონსებით, რადიკალური საკანონმდებლო ინიციატივებით და იმ რადიკალიზმის ხარისხის მომატებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია“.

„პარლამენტის და არჩევნების ბოიკოტირება რომ შეცდომა იყო, ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან თქვენ ბევრჯერ გაგიგიათ. განვაახლეთ საპარლამენტო მუშაობა და ვიყენებთ ნებისმიერ მშვიდობიან გზას იმისთვის, რომ შევამციროთ „ოცნების“ ამომრჩევლები.

რაც შეეხება სხვა დათქმებს და პუნქტებს, რომელზეც ეუთოს წარმომადგენლები საუბრობენ, რა თქმა უნდა, დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ამ დიალოგის შესაძლებლობის სივრცეს ეს ორი ძალა აქრობს და ანგრევს თავისი რადიკალური გადაწყვეტილებებით, რადიკალური სცენარების დაანონსებით, რადიკალური საკანონმდებლო ინიციატივებით და იმ რადიკალიზმის ხარისხის მომატებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ დიალოგი შედგეს, ხვედელიანმა უპასუხა, რომ ამისთვის პირველ რიგში უნდა შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი და ის უდანაშაულო ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ, „რომლებიც დღეს ქართულ ციხეებში იმის გამო არიან გამოკეტილები, რომ „ოცნებას“ დისკომფორტს უქმნიდნენ“.

ხვედელიანის განცხადებითვე, პარტია ახლა მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ამნისტიას შეეხება.

„სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყანას რადიკალიზმის ეს მაღალი ხარისხი შემცირდეს და გადატვირთვით დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება.

სწორედ აქ გამოჩნდება „ოცნების“ მზაობა – სურს თუ არა ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლა და სურს თუ არა, რომ რადიკალიზმი შემცირდეს ჩვენს ქვეყანაში. თუ სურს, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთს ასულდგმულებდეს, ფონს გავიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფონზე თავისი რიტორიკით და ის ყველაფერი, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს”, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყანაში პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.

იტვირთბა....