აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანში აცხადებენ, რომ მათი შემდეგი სამიზნე რეგიონში აშშ-სა და ისრაელთან დაკავშირებული ეკონომიკური და საბანკო ობიექტები იქნება

ირანში აცხადებენ, რომ მათი შემდეგი სამიზნე რეგიონში აშშ-სა და ისრაელთან დაკავშირებული ეკონომიკური და საბანკო ობიექტები იქნება. განცხადებას ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობაზე დაყრდნობით „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს მუქარა უკავშირდება ირანში მდებარე ერთ-ერთ ბანკზე განხორციელებულ თავდასხმას.

„მათი წარუმატებელი კამპანიის შემდეგ, აშშ-ის ტერორისტულმა არმიამ და სასტიკმა სიონისტურმა რეჟიმმა ერთ-ერთ ირანულ ბანკზე მიიტანეს იერიში. ამ უკანონო ქმედებით, მტერი გვაიძულებს, მიზანში ამოვიღოთ რეგიონში მდებარე ეკონომიკური ცენტრები და ბანკები, რომლებიც დაკავშირებულია აშშ-თან და სიონისტურ რეჟიმთან. ამერიკელები ჩვენგან მტკივნეულ საპასუხო ქმედებას უნდა ელოდონ~, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ირანმა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რომ საბანკო დაწესებულებებთან ახლოს ყოფნისგან თავი შეიკავონ.

იტვირთბა....