ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 205 დაშავებული გადაიყვანეს.
ეს რიცხვი მოიცავს როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე ჯარისკაცებს.
ისრაელის მედიის თანახმად, საავადმყოფოში მყოფთაგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ორის – საშუალო სიმძიმის, ხოლო 193-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რვა ადამიანს შფოთვის გამო ჩაუტარდა მკურნალობა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ირანთან ომის დაწყებიდან, საავადმყოფოებში 2 557 ადამიანი მოათავსეს. ჰოსპიტალიზებული პირებიდან 10 მძიმე მდგომარეობაშია, ცხრა – საშუალო სიმძიმის, ხოლო 71-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

