„შალვა რამიშვილის დღევანდელი პრესკონფერენციის და განცხადებების შემდეგ, კიდევ ვინმეს დარჩა ნეტავ კითხვები, რატომ დახურეს პატარკაციშვილ-რუხაძე-ბახტაძეებმა „რეაქცია“? – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში და სტატუსით შალვა რამიშვილის დღევანდელ სპეციალურ ბრიფინგს ეხმაურება:
„შალვა რამიშვილის დღევანდელი პრესკონფერენციის და განცხადებების შემდეგ, ვინმე დაიწყებს ამის გაპრავებას, ტელევიზიის შიდა გადაწყვეტილება იყო და არა პოლიტიკურიო? ერთი ფრაზა გამახსენდა, გრიგოლია გამოძიებას ატარებს და ველოდები მის პასუხსო (არადა, პასუხი იქვე იყო, ჰოდა, აი, საბოლოო პასუხიც! ვინ დატოვებდა „რეაქციას“ ეთერში …ის რუხაძე და ბახტაძე, რომლებიც თურმე (როგორც დღეს რამიშვილმა თქვა), იმაშიც კი ერეოდნენ, მოსამართლეებიდან ვინ უნდა გამოეყვანა წამყვანს გადაცემაში მურუსიძის გასაპრავებლად.
”რეაქციას”, რომელიც ჩვენი დიდი ბრძოლით სრულად ასახავდა იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდებოდა და არ ემორჩილებოდა არავის დირექტივებს, ცხადია, არ დატოვებდნენ ეთერში ეს ტიპები, რომლებიც თურმე იუსტიციის საბჭოს ამბებსაც კი შიგნიდან აკონტროლებდნენ. შალვაზე ნაწყენი აღარ ვარ, განსაკუთრებით მისი დღევანდელი განცხადების მერე ჩემთან დაკავშირებით…
პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ბარნოვას თემა იყო გაჩალიჩებული და რეალურად სხვა ამბების გამო იყო გამოშვებული რამიშვილი.
ჰოდა, რა ვიცი აბა….დანარჩენი, რაც არ უნდა დავწერო, უკვე ბელეტრისტიკა იქნება. ძალიან მეცინება! ძალიან” – წერს ინგა გრიგოლია.
ცნობისთვის, დღეს მოწყობილ სპეციალურ პრესკონფერეცნიაზე შალვა რამიშვილმა „იმედის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე და ირაკლი რუხაძე გადაცემების დახურვასა და ჟურნალისტების საქმიანობაში უხეშად ჩარევაში დაადანაშაულა. რამიშვილმა გრიგოლიას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ „რეაქციის“ წამყვანის „იმედიდან“ წასვლის შემდეგ მან სათანადო თანადგომა ვერ გამოუცხადა.