ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი იბრძვის სასტიკი მტრის წინააღმდეგ, რომელსაც მათი განადგურება სურს.
მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ ბრძოლა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, გასულ წელს, ოპერაცია „აღმავალი ლომის“ დროს ისრაელმა ირანის ბირთვული და ბალისტიკური შესაძლებლობები გაანადგურა. თუმცა, მისივე თქმით, თეირანმა „გაკვეთილი მაინც ვერ ისწავლა“ და ამ პროგრამების განვითარება ხელახლა სცადა.
„გაკვეთილის სწავლის ნაცვლად, მათი ხელახლა განვითარება და მიწისქვეშ დამარხვა სცადეს, ისე, რომ ჩვენ მათთვის ზიანის მიყენება აღარ შეგვძლებოდა. ამიტომ, ეჭვგარეშე იყო, ჩვენ ეს ოპერაცია უნდა დაგვეწყო. ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვმუშაობთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან და მფრინავებთან ერთად. თუმცა აქ არსებობს დიდი „მაგრამ“, ეს ძალიან დიდ თანხად გვიჯდება. ამიტომ ომის დროს ჩვენ ვალდებული ვართ, გამოვყოთ სპეციალური ბიუჯეტი ათეულობით მილიონი შეკელის ოდენობით, რათა დავეხმაროთ თავდაცვის ბიუჯეტს და საომარ ძალისხმევას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

