აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“დღეს ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე, ოპერაციის მიზნები იგივე რჩება” – პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მიზნები იგივე რჩება: ირანის სარაკეტო შეიარაღების, სარაკეტო გამშვები დანადგარებისა და სამხედრო-სამრეწველო ბაზის განადგურება, ასევე, ქვეყნის ბირთვული პოტენციალის სამუდამოდ განეიტრალება.

ჰეგსეტის თქმით, შეერთებული შტატები მტერს ანადგურებს „საკუთარი ვადების დაცვით და არჩევანის მიხედვით“.

„დღეს, კიდევ ერთხელ, ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე. ყველაზე მეტი გამანადგურებელი, ყველაზე მეტი ბომბდამშენი, ყველაზე მეტი დარტყმა. დაზვერვის მონაცემები კი ყველაზე ზუსტი და სრულყოფილია“, – აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

ჰეგსეტმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანმა ომის დაწყებიდან ყველაზე მცირე რაოდენობის რაკეტა გაისროლა.

იტვირთბა....