უკრაინის არმიის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ალექსანდრ კომარენკომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს.
გენერალ-მაიორმა აღნიშნა, რომ ამ წარმატებების წყალობით, თებერვალში უფრო მეტი ტერიტორია გათავისუფლდა, ვიდრე დაიკარგა.
„ჩვენი ტერიტორიის 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი უკვე გათავისუფლებულია. უკანა ზონაში შედარებით მცირე ტერიტორია გაწმენდილია იქ შეჭრილი მტრის ელემენტებისგან. დნეპროპეტროვსკის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია გათავისუფლებულია. სამი პატარა დასახლებული პუნქტი დასასრულებელია და კიდევ ორი გასაწმენდია“, – აღნიშნა ალექსანდრ კომარენკომ.
კომარენკომ ასევე განმარტა, რომ ეს იყო დაგეგმილი შეტევითი ოპერაცია, რომელმაც გაიარა ყველა დამტკიცებისა და კოორდინაციის პროცედურა. ოპერაციას ახორციელებდნენ სადესანტო-მოიერიშე ჯარები და ამ ტერიტორიის დამცველი მექანიზებული ბრიგადები.

