აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტის დახურვის გაგრძელების შემთხვევაში, ნავთობის ბაზრებზე გავლენა შესაძლოა, „კატასტროფული“ იყოს

ჰორმუზის სრუტის დახურვის გაგრძელების შემთხვევაში, ნავთობის ბაზრებზე გავლენა შესაძლოა, „კატასტროფული“ იყოს, – ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობგიგანტის, „არამკოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ამინ ნასერმა განაცხადა.

„წარსულში მომხდარი შეფერხებების მიუხედავად, ეს კრიზისი რეგიონის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისთვის ყველაზე დიდი კრიზისია“, – აღნიშნა ამინ ნასერმა.

ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ისრაელის დარტყმები გაგრძელდება, ისინი ახლო აღმოსავლეთიდან „ერთი ლიტრი ნავთობის“ გადაზიდვას კი არ დაუშვებენ.

ამას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაფრთხილება მოჰყვა, რომ აშშ ირანს გაცილებით უფრო ძლიერ დარტყმას მიაყენებს, თუ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგომომარაგების რეგიონიდან ექსპორტს დაბლოკავს.

იტვირთბა....