აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ფასის შემცირების მიზნით, ნავთობთან დაკავშირებულ ზოგიერთ სანქციას ვაუქმებთ” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფასის შემცირების მიზნით, ნავთობთან დაკავშირებულ ზოგიერთ სანქციას აუქმებს.

„ჩვენ ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები გვაქვს. დაწესებულ სანქციებს ვითარების დასტაბილურებამდე მოვხსნით. ვინ იცის, შეიძლება მათი ხელახლა დაწესება არც კი მოგვიწიოს“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან „ძალიან კარგი“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„უკრაინის შესახებ ვისაუბრეთ, რომელიც უბრალოდ დაუსრულებელი ომია. პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილი არსებობს. ასევე, ახლო აღმოსავლეთის შესახებაც ვისაუბრეთ. მე ვუთხარი: „თქვენ უფრო მეტად შეძლებთ დახმარებას, თუ უკრაინა-რუსეთის ომს დაასრულებთ”. მაგრამ, ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა და სურს, რომ კონსტრუქციული იყოს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....