აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბაჰრეინში, ნავთობის გადამამუშავებელ უსმხვილეს ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რის მიზეზადაც ირანის მორიგ თავდასხმას ასახელებენ

ბაჰრეინის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ბაჰრეინ პეტროლიუმის“ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მომხდარის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ვრცელდება.

Times of Israel-ის ცნობით, მომხდარის გამო კომპანიამ ფორსმაჟორული სიტუაცია გამოაცხადა, რაც ნავთობის მიწოდების შეჩერების შესაძლებლობას იძლევა.

„ბაჰრეინ პეტროლიუმის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტმა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმამ ზეგავლენა მოახდინა კომპანიის სამუშაო პროცესზე.

ამასთან კომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის შიგნით ნავთობზე არსებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

ბაჰრეინის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად მიმდინარეობს მიყენებული ზიანის შეფასება.

ცეცხლის გაჩენის მიზეზად ბაჰრეინში ირანის მორიგ თავდასხმას ასახელებენ.

ცნობისთვის, აშშ-მა და ისრაელმა სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ირანზე ავიაიერიშები 28 თებერვლიდან დაიწყეს. საპასუხოდ, ირანმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე სარაკეტო და დრონებით შეტევები განახორციელა. ირანის სამიზნე გახდა, როგორც რეგიონში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზები, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც, მათ შორის ენერგეტიკული ობიექტები. ირანის დარტყმებისა და თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ნავთობზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. აზიურ ბირჟებზე ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 120 დოლარს შეადგენდა.

იტვირთბა....