ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამივე დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
პირველადი რეაგირების ჯგუფების ცნობით, თავდასხმის დროს ცენტრალურ ისრაელს, სავარაუდოდ, რამდენიმე კასეტური ბომბით დაარტყეს.

