აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მტკიცედ მოვუწოდებ რუსეთის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავოს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის ან უნგრელი ხალხის დაშინების ნებისმიერი მცდელობისგან” – უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი პიტერ მაგიარი

“ძვირფასო ბატონო ელჩო, უნგრეთი იმ ხალხის სამშობლოა, ვინც თავისუფლებას აფასებს. ჩვენ, უნგრელები, 1956 წლის თავისუფლებისთვის მებრძოლების მემკვიდრეები ვართ. ვერავინ დააშანტაჟებს ან დაემუქრება უნგრელ ხალხს.

როგორც კარგად იცით, წელს ჩვენი რევოლუციის 70 წლისთავს აღვნიშნავთ. უნგრელების დაშინება 1956 წელსაც შეუძლებელი იყო და დღესაც შეუძლებელია.

12 აპრილს, უნგრელთა უმრავლესობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული ალიანსის

სისტემაში შედის და რომ მათ სურთ იცხოვრონ თავისუფალ და დამოუკიდებელ უნგრეთში, გარე გავლენისგან თავისუფალში.

მე თქვენგან პატივისცემას ველი ყველა უნგრეთის მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. ამავდროულად, გაცნობებთ, რომ TISZA-ს მომავალი მთავრობა რუსეთის ფედერაციასთან დაბალანსებულ ურთიერთობებს შეეცდება.

თუმცა, მტკიცედ მოვუწოდებ რუსეთის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავოს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის ან უნგრელი ხალხის დაშინების ნებისმიერი მცდელობისგან.

გაუმართოს თავისუფალ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ უნგრეთს!” – წერს X-ზე უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი პიტერ მაგიარი.

ის ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი უნგრეთის არჩევნებში ჩარევას ცდილობს მისთვის სასურველი შედეგის მიღების მიზნით.

იტვირთბა....