აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„რუსეთი ბევრი მიმართულებით გვეხმარება“ – აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ დაადასტურა, რომ თეირანი რუსეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ამის შესახებ მან NBC News-თან კომენტარში განაცხადა.

არაღჩიმ აღნიშნა, რომ ირანისა და რუსეთის პარტნიორობა „საიდუმლო არ არის“. თუმცა მან არ დააკონკრეტა, გადასცემდა თუ არა მოსკოვი თეირანს დაზვერვის მონაცემებს ამერიკული ფლოტის გადაადგილების შესახებ.

“ისინი (რუსები) ბევრ სხვადასხვა მიმართულებით გვეხმარებიან. დეტალური ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ გეგმავდა შეექმნა ინტერკონტინენტური რაკეტები აშშ-ზე დარტყმისთვის. მისი თქმით, თეირანმა საკუთარი იარაღის მოქმედების რადიუსი შეგნებულად შეზღუდა.

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვაწარმოოთ რაკეტები, თუმცა განზრახ შევზღუდეთ მათი მოქმედების რადიუსი 2000 კილომეტრზე ნაკლებამდე, რადგან არ გვინდა, მსოფლიოში ვინმემ საფრთხედ აღგვიქვას“, – განაცხადა არაღჩიმ.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ და ისრაელი წინა შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს.

„ომს საბოლოოდ უნდა დაესვას წერტილი. თუ ეს არ მოხდება, ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ხალხისა და უსაფრთხოების დასაცავად“, – განაცხადა არაღჩიმ.

იტვირთბა....