აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქალაქის მერის სახლთან გამართული აქციების დროს შენობის მისამართით ნასროლი მოწყობილობა ასაფეთქებელი ნივთიერება იყო

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქალაქის მერის, ზოჰრან მამდანის სახლის წინ გამართული საპროტესტო აქციების დროს შენობის მისამართით ნასროლი მოწყობილობა ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, რომელსაც სერიოზული დაზიანებების ან სიკვდილის გამოწვევა შეეძლო.

ნიუ იორკის პოლიციის კომისრის, ჯესიკა ტიშის განცხადებით, მოწყობილობა, რომელიც სავსე იყო ჭანჭიკებითა და ხრახნებით და შეფუთული იყო შავი ლენტით, აქციის მონაწილემ ისროლა, თუმცა აფეთქებამდე ის თავისით ჩაქვრა.

ტიშის თქმით, მოხდართან დაკავშირებით ორი ადამიანია დაკავებული.

ცნობისთვის, ულტრამემარჯვენე აქტივისტმა, ჯეიკ ლენგმა შაბათს რეზიდენციასთან, სადაც მამდანი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, საპროტესტო აქცია გამართა ნიუ იორკის სავარაუდო ისლამური „დაპყრობისა“ და მუსლიმების მიერ საჯარო ლოცვის წინააღმდეგ. ჯესიკა ტიშის თქმით, მამდანი და მისი მეუღლე იმ დროს სახლში იმყოფებოდნენ.

კვირას გავრცელებულ განცხადებაში მამდანიმ დაგმო ლენგის პროტესტი, თუმცა აღნიშნა, რომ მას მოჰყვა ძალადობა, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო.

ლანგის დემონსტრაციას, რომელშიც დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, 125 ადამიანისგან შემდგარი გაცილებით დიდი კონტრპროტესტი დაუპირისპირდა, რომლის მიზანიც, მათივე თქმით, ნიუ იორკიდან „ნაცისტების“ გაძევება იყო.

იტვირთბა....