ახალი ამბები

უნგრეთი უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს და აცხადებს, რომ იძიებენ ფულის გათეთრების სავარაუდო სქემას

უნგრეთი უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს და აცხადებს, რომ იძიებენ ფულის გათეთრების სავარაუდო სქემას – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

უნგრეთის საგადასახადო და საბაჟო ორგანომ დაადასტურა, რომ 2026 წლის 5 მარტს უკრაინის სახელმწიფო ბანკ, „ოშადბანკის“ შვიდი თანამშრომელი და ორი ჯავშანმანქანა, რომლებსაც ავსტრიიდან უკრაინაში დიდი ოდენობით ნაღდი ფული და ოქრო გადაჰქონდათ, დააკავეს.

უნგრული მედიის ცნობით, დაკავებულებიდან ერთ-ერთი უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი გენერალია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დღეს განაცხადა, რომ “უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე მძევლად აიყვანა”.

ინციდენტი დაემთხვა ორბანის განაცხადს, რომ გამოიყენებს „პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტრუმენტებს“ უკრაინის იძულებისთვის, დრუჟბის ნავთობსადენის ასამუშავებლად.

იტვირთბა....