აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-სა და ისრაელის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დარტყმების შედეგად 3 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება აცხადებს, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დარტყმების შედეგად 3 000-ზე მეტი სახლი და 500 „კომერციული ცენტრი“ დაზიანდა.

გავრცელებული ცნობით, ყველაზე მეტად დედაქალაქი თეირანი დაზარალდა.

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაზიანდა 14 სამედიცინო და ფარმაცევტული ცენტრი. ასევე დაშავდა საზოგადოების ხუთი თანამშრომელი.

„თავდასხმების სამიზნეების უმეტესობა მჭიდროდ დასახლებული რაიონები იყო“, – განაცხადა წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ.

ირანის მტკიცებით, რამდენიმე საავადმყოფოს გარდა, დაზიანებულია თეირანის ბაზარი, მეჰრაბადის აეროპორტი, რომელიც ძირითადად შიდა რეისებს ემსახურება და აზადის სტადიონი.

იტვირთბა....