აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უნგრული მედიის ცნობით, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ნაღდი ფულის გადამტანი მანქანები უნგრეთის კონტერორისტულმა ცენტრმა დააკავა

უნგრული მედიის, Telex-ის ინფორმაციით, უნგრეთის კონტრტერორისტულმა ცენტრმა (TEK) ხუთშაბათს, M5 გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ნაღდი ფულის გადამტანი მანქანები შეამოწმა.

„შავებში ჩაცმული ადამიანები მანქანებიდან გადმოიყვანეს და მიწაზე დააწვინეს. ამის შემდეგ უნგრეთის კონტრტერორისტული ცენტრის კოლონა ბუდაპეშტისკენ გაემართა. ხუთშაბათს პოლიციასა და TEK-ს ამასთან დაკავშირებით კითხვები გავუგზავნეთ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია“, – წერს უნგრული გამოცემა.

ამასთან, ინფორმაციას ავრცელებს „ოსჩადბანკიც“. ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნაღდი ფულის გადამზიდავი ორი მანქანა უნგრეთში „უსამართლოდ“ დააკავეს, მაშინ, როდესაც უცხოური ვალუტისა და საბანკო ლითონის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ Raiffeisen Bank Austria-სა და Oschadbank Ukraine-ს შორის.

ბანკის ცნობით, GPS სიგნალის მონაცემების მიხედვით, „ოსჩადბანკის“ ჩამორთმეული მანქანები ამჟამად ბუდაპეშტის ცენტრში, უნგრეთის ერთ-ერთი უსაფრთხოების სააგენტოს მახლობლად იმყოფება. მათივე განცხადებით, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლების ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა.

იტვირთბა....