აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აწუხებს ირანის კონფლიქტის გაფართოებით გამოწვეული ფასების ზრდა აშშ-ში.
როგორც დონალდ ტრამპმა „როიტერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, მისთვის პრიორიტეტი აშშ-ის სამხედრო ოპერაციაა.
„ამასთან დაკავშირებით არანაირი შეშფოთება არ მაქვს. ის ძალიან სწრაფად დაეცემა, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება. თუ გაიზრდება, გაიზრდება, მაგრამ ეს სამხედრო ოპერაცია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბენზინის ფასების ოდნავ გაზრდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

