მარიამ ლაშხი ვაშინგტონიდან, რომელიც კომენტარსაც სანქცირებული პროპაგანდისტული “იმედი” ავრცელებს – “ამ სამიტით ძალიან მნიშვნელოვან მოძრაობას ჩაეყარა საფუძველი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხმაც არის სწორედ საქართველო”.
“ამ სამიტით ძალიან მნიშვნელოვან მოძრაობას ჩაეყარა საფუძველი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხმაც არის სწორედ საქართველო.
საქართველო, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს როგორც მშვიდობის პოლიტიკის ინტეგრირებაში ჩვენს რეგიონში, არამედ ზოგადად ნეოკოლონიალური და გლობალური ფსევდოლიბერალური ძალების საწინააღმდეგოდ მიმართული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში გავიარეთ” | [სტილი დაცულია] – ამბობს მარიამ ლაშხი ვაშინგტონიდან, რომელიც კომენტარსაც სანქცირებული პროპაგანდისტული “იმედი” ავრცელებს.
ოცნების წარმომადგენლები აშშ-ში კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით სუვერენული ერების ალიანსის დაესწრნენ.

