აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელმა ბეირუთში ჰეზბოლას აღმასრულებელი საბჭოს შტაბ-ბინა დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში ათობით მრავალსართულიან შენობას დაარტყეს, რომლებსაც ჰეზბოლა იყენებდა.

სამხედრო ძალების თქმით, სამიზნეებს შორის იყო ჰეზბოლას აღმასრულებელი საბჭოს შტაბ-ბინა და საწყობი, რომელიც დრონების შესანახად გამოიყენებოდა.

„სამეთაურო ცენტრები ჰეზბოლას უნდა გამოეყენებინა წინსვლისა და ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად“ – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ცნობითვე, ორშაბათის შემდეგ, მას მერე, რაც კონფლიქტში ჰეზბოლა ჩაერთო, ებრაულმა არმიამ ლიბანში 500-ზე მეტი სამიზნე დაბომბა. მათ შორის იყვნენ დაჯგუფების მეთაურები, ელიტური ქვედანაყოფები, რაკეტების გამშვები ცენტრები, იარაღის საწყობები და სხვა ინფრასტრუქტურა.

სამხედრო ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში დაახლოებით 420 000 ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული.

იტვირთბა....