აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელმა აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის გადაწყვეტილება ნოემბერში მიიღო და ოპერაციის ჩატარებას დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ გეგმავდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის გადაწყვეტილება ნოემბერში მიიღო და ოპერაციის ჩატარებას დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ გეგმავდა.

„ჩვენ უკვე ნოემბერში შევიკრიბეთ პრემიერ-მინისტრთან ძალიან პატარა ფორუმზე და პრემიერ-მინისტრმა დაისახა მიზანი – ხამენეის განადგურება“, – განუცხადა კაცმა ისრაელის N12 ტელევიზიას.

მისი თქმით, აიათოლას მოკვლა 2026 წლის შუა პერიოდში იყო დაგეგმილი. მისივე თქმით, გეგმა საბოლოოდ ვაშინგტონს გაუზიარეს. იანვარში, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ გაჩნდა საფრთხე, რომ ირანს, შესაძლოა, აშშ-სა და ისრაელზე იერიში მიეტანა, ამიტომაც ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის გეგმა დაჩქარდა.

ცნობისთვის, ისრაელმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მიზანია ირანის ბირთვულ პროგრამასა და ბალისტიკური რაკეტების პროექტში არსებული ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრა და რეჟიმის შეცვლა. „როიტერი“ წერს, რომ ირანის მმართველები ჯერჯერობით ძალაუფლების დათმობის არანაირ ნიშანს არ ავლენენ,

ირანის სახელმწიფო მედიამ პირველ მარტს დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.

იტვირთბა....