აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ბრძოლას ახლა იწყებს და თეირანი შეცდომას უშვებს, თუ თვლის, რომ აშშ-ის არ შეუძლია მიმდინარე ომის გაძლება.
ჰეგსეტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ აფართოებს თავის სამხედრო მიზნებს ირანში, რადგან აშშ-ის ხელისუფლებამ ზუსტად იცის, რისი მიღწევაც სურს.
„ჩვენი მისიის მიზნებისადმი ჩვენი ერთგულება მხოლოდ იზრდება ჩვენი უპირატესობების ზრდასთან ერთად. ჩვენ არ გვაქვს საბრძოლო მასალის დეფიციტი, რაც საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ ეს კამპანია იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. კიდევ ერთხელ, ჩვენი საბრძოლო მასალის სტატუსი მხოლოდ იზრდება ჩვენი უპირატესობის ზრდასთან ერთად. ჩვენ ახლახან დავიწყეთ ბრძოლა“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

