აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის დრონების გადამზიდავზე თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აშშ-ის ძალები არ ერიდებიან მთელი ირანის საზღვაო ძალების ჩაძირვის მისიას. დღეს, ირანის დრონების გადამზიდავი, დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიამზიდის ზომის, დაიბომბა და ამჟამად იწვის“, – აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.
პოსტი არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად მოხდა დარტყმა.

