13 წლის განმავლობაში პირველად, მოსკოვმა ბიუჯეტის ხარჯები შეამცირა – ამის შესახებ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს.
მისივე ინფორმაციით, მიზეზი შემოსავლების ზრდის გაუთვალისწინებელი შენელებაა. მოსკოვის მერია, მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებიდან დასაქმებული პირების შემცირებასაც გეგმავს. გავრცელებული ცნობებით, სამსახურებიდან შესაძლოა, 3 000-მდე ადამიანი გაათავისუფლონ.
მოსკოვის მერისა და რუსეთის მთავრობის ვებსაიტის ცნობით, 2026 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში მოსკოვის შემოსავლების ზრდამ 2% შეადგინა, რაც ბიუჯეტით დაგეგმილ 6.5%-ზე ნაკლებია. ასევე, დაგეგმილია 10%-ით შემცირდეს საინვესტიციო ხარჯები და გაუქმდეს რამდენიმე კულტურული ღონისძიება. რუსეთმა ხარჯები ბოლოს 2013 წელს შეამცირა, რაც ძირითადად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და განათლების მიმართულებებს შეეხო.

