ჯანდაცვა

ბრინჯი, ხორცი და ბოსტნეული: პოლინა გაგარინას მარტივი დიეტა საოცარი შედეგით

ცნობილმა რუსმა მომღერალმა და მსახიობმა პოლინა გაგარინამ ბავშვის გაჩენის შემდეგ 30 კილოგრამი მოიმატა. თუმცა, ბევრისგან განსხვავებით ხელები არ ჩამოუშვა და აირჩია ცხოვრების ახალი წესი: დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის შედეგად მომღერალი საგრძნობლად გახდა. ახლა კი ის აღიარებს, რომ არ იცავს არანაირ დიეტას და მიუხედავად ამისა წონაშიც აღარ იმატებს! ამის მიზეზად ის ჯანსაღ კვებას ასახელებს.

აქტიური გახდომის დროს პოლინა არაფერს ჭამდა 18:00 საათის შემდეგ, სვამდა 2 ლ. წყალს დღეში, ხოლო ყავასა და ჩაის შაქრის გარეშე იღებდა. მომღერლის კვების რაციონიდან სამუდამოდ გაქრა ცომეული, ტკბილეული, „ფასტფუდი“, ცხიმიანი და კალორიული საკვები.

პოლინა გაგარინა მკითხველებსაც უზიარებს თავის ხრიკებს:

  1. ბრინჯი დღე

ამ დღეს შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული ბრინჯი. პორცია ჩვეულებრივი, შეგიძლიათ გემოვნებისამებრ ცხელი სანელებლები დაამატოთ;

 

  1. ხორცის დღე

 

შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ მოხარშული ქათმის გულმკერდი.

 

  1. ბოსტნეულის დღე

 

შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული ბოსტნეული, ბოსტნეულისგან დამზადებული სუპი, მაგრამ არ მიირთვათ კარტოფილით, ბარდით!ასევე დაშვებულია ოსპი.

 

გარდა კვების რეჟიმის დაცვისა, პოლინა გაგარინამ ცხიმების დასაწვავად ფიზიკურ დატვირთვასაც მიმართა: ცეკვა, სირბილი, ცურვა…

 

მომღერლის თქმით, მართალია არ იყოს ძალიან ადვილი ამ ყველაფრის დაცვა, მაგრამ მან ამ რეჟიმში 6 თვე გაატარა და შედეგად შეუდარებელი სხეული, ზედმეტი კილოგრამების გარეშე მიიღო.

 

დიეტის დასრულების შემდეგ პოლინა იცავს რამდენიმე მარტივ წესს: მიირთმევს მეტ ხილს, ბოსტნეულს, თხილეულს, უცხიმო ხორცსა და თევზს.

 

ადრე მომღერლისთვის კვება პირველ ადგილზე იყო, ახლა კი მან შეცვალა შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საკვები არის ორგანიზმისთვის აუცილებელი რამ, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უნდა იყოს სასარგებლო და  ჯანსაღი, ხოლო „წახალისება“ უნდა ხდებოდეს იშვიათად.

presa.ge

იტვირთბა....