ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, მოსკოვს თეირანისგან დახმარების, მათ შორის იარაღის მიწოდების შესახებ თხოვნა არ მიუღია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ამ შემთხვევაში, ირანის მხრიდან არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა. ჩვენი თანმიმდევრული პოზიცია ყველასთვის კარგად არის ცნობილი. აქ არანაირი ცვლილება არ მომხდარა“, – აღნიშნა პესკოვმა კითხვაზე, გეგმავს თუ არა რუსეთი ირანისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევას, მაგალითად, იარაღის მიწოდებას.

