ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში ერთვება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ასე იყო უკრაინაში და ასე ხდება ახლა ახლო აღმოსავლეთში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნატო, რომელიც დიდი ხანია, უკრაინის საქმეებშია ჩათრეული, ახლა აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომშია ჩათრეული“, – აღნიშნა ლავროვმა.
მანამდე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ სამხედრო ბლოკმა შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ გამოიყენოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტი.

