ვაშინგტონი და კარაკასი ვენესუელაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე ერთად იმუშავებენ.
შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა და აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანმა, დაგ ბერგამმა.
დაგ ბერგამი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შექმნილ ენერგეტიკული დომინირების ეროვნულ საბჭოს ხელმძღვანელობს, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ვენესუელაში მეორედ ჩავიდა.
როგორც ცნობილია, ვენესუელამ უკვე შეცვალა კანონმდბელობა, რომელიც ნავთობის სექტორში უცხოური ინვესტიციების დაბანდების საშუალებას იძლევა.
ახლა ვენესუელის მთავრობა ანალოგიური რეფორმის გატარებას წიაღისეულის მოპოვების სფეროშიც გეგმავს.
დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ როგორც ვენესუელის კონგრესის თავმჯდომარემ და როებითი პრეზიდენეტის ძმამ, ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რეფორმა საშულებას მისცემს მსხვილ უცხოურ კომპანიებს ვენესუელაში მინერალები და იშვიათი წიაღისეული მოიპოვონ.
როგორც ცნობილია, ვენესუელა ნავთობის უდიდეს მარაგთან ერთად, ასევე ოქროს, მარგალიტის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინირეალებისა და იშვიათ მიწათა მინერალების დიდი რესურსსაც ფლობს, მათ შორის წიაღისეულს, რომელსაც მობილურ ტელეფონებში იყენებენ.

