აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანმა ერაყში ქურთი შეიარაღებული ჯგუფების ბაზები დაბომბა

ირანმა ერაყში ქურთი შეიარაღებული ჯგუფების ბაზები დაბომბა – ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ქურთულ ოპოზიციურ ჯგუფებზე თავდასხმა ზღვისპირა იერიშების გაძლიერების ფონზე მოხდა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ მოგვიანებით განაცხადა, რომ „ანტირევოლუციური ჯგუფების“ ბაზები წარმატებით გაანადგურეს. „ქურთისტანის თავისუფლების პარტიამ“ AFP-ს განუცხადა, რომ ირანის დარტყმის შედეგად მათი ერთი მებრძოლი დაიღუპა.

იტვირთბა....