აშშ-ის სენატმა მხარუი არ დაუჭირა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება აეკრძალებოდა. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ იუწყება.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ რეზოლუციას რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელიც კონგრესის ზედა პალატაში უმრავლესობას ინარჩუნებს, დემოკრატ სენატორებთან ერთად, ერთადერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა დაუჭირა მხარი. მის დაბლოკვას კი მხარი რესპუბლიკელმა სენატორებმა და ერთადერთმა დემოკრატმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა.
საბოლოო ჯამში, რეზოლუციას 47 მომხრე და 53 მოწინააღმდეგე ჰყავდა, რაც მისი ჩავარდნის მიზეზად იქცა.
ცნობისთვის, ეს ერთ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როდესაც ვირჯინიის შტატის დემოკრატი სენატორი ტიმ კეინი ირანთან დაკავშირებული საომარი უფლებამოსილების რეზოლუციაზე კენჭისყრის ინიციატივით მეორედ გამოვიდა. წარმომადგენელთა პალატამ მსგავსი რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა 2025 წლის ივნისში მისცა, მას შემდეგ, რაც აშშ-მ ირანის სამ ბირთვულ ობიექტს შეუტია.
მედიის ინფორმაციით, კეინის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას დამტკიცების შემთხვევაშიც წარმატების მცირე შანსი ჰქონდა. მაშინაც კი, თუ სენატი და წარმომადგენელთა პალატა ამ ზომას დაამტკიცებდნენ, აშშ-ის პრეზიდენტს ვეტოს დადება შეეძლო. ვეტოს გადასალახად კი კონგრესმენების ხმების ორი მესამედია საჭირო.
ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ იუწყება.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ რეზოლუციას რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელიც კონგრესის ზედა პალატაში უმრავლესობას ინარჩუნებს, დემოკრატ სენატორებთან ერთად, ერთადერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა დაუჭირა მხარი. მის დაბლოკვას კი მხარი რესპუბლიკელმა სენატორებმა და ერთადერთმა დემოკრატმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა.
საბოლოო ჯამში, რეზოლუციას 47 მომხრე და 53 მოწინააღმდეგე ჰყავდა, რაც მისი ჩავარდნის მიზეზად იქცა.
ცნობისთვის, ეს ერთ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როდესაც ვირჯინიის შტატის დემოკრატი სენატორი ტიმ კეინი ირანთან დაკავშირებული საომარი უფლებამოსილების რეზოლუციაზე კენჭისყრის ინიციატივით გამოვიდა. წარმომადგენელთა პალატამ მსგავსი რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა 2025 წლის ივნისში მისცა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის სამ ბირთვულ ობიექტს შეუტია.