უკრაინამ რუსეთში, სარატოვის ოლქში, ენერგოინფრასტრუქტურა დრონებით დაბომბა – Telegram არხებზე გავრცელებული კადრების მიხედვით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და რაიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
თვითმხილველების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა დაახლოებით 23:00 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათი გაგრძელდა. დარტყმის სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა НПЗ და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
“შეტევა წლის განმავლობაში ყველაზე მასიური იყო” | განაცხადა სარატოვის გუბერნატორმა, რომან ბუსრგინმა. ოფიციალური ინფორმაციით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ინფორმაცია სამი დაშავებულის შესახებ ვრცელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ თითქოს 48 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

