აშშ-მა ზღვაში, ირანის სანაპიროებიდან 2 000 მილის დაშორებით, სიმხეცე ჩაიდინა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ინდოეთის საზღვაო ძალების სტუმარს, ფრეგატ „დენას“, რომელსაც 30-მდე მეზღვაური გადაჰყავდა, საერთაშორისო წყლებში გაფრთხილების გარეშე დაარტყეს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: აშშ მწარედ ინანებს მის მიერ შექმნილ პრეცედენტს“, – აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, აშშ-ის წყალქვეშა ნავიდან ირანულ გემზე შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროსთან დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა.

