ჩეჩნეთის სპეცრაზმის “ახმატის“ მეთაურმა, აფტი ალაუდინოვმა განაცხადა, რომ მზადაა, ირანის მხარეს ომში ჩაერთოს. მისი თქმით, რუსეთმა ირანს ყველა შესაძლო იარაღი უნდა გადასცეს და ყველა შესაძლო ფორმით მხარდაჭერა გაუწიოს | ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს.
ალაუდინოვმა საკუთარ ვიდეოში აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „ანტიქრისტე“ უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ირანის გარშემო განვითარებული მოვლენების საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, რუსეთზეც აისახება.

