აღმოსავლეთ ქურთისტანის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა ქურთულ ტელეარხ Rudaw-სთან უარყო ცნობა იმის შესახებ, თითქოს ქურთმა მებრძოლმა ირანში სახმელეთო შეტევა დაიწყეს.
„მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ისრაელის მედიასაშუალებების უმეტესობა იუწყება, რომ ქურთული ძალები ირანისა და აღმოსავლეთ ქურთისტანის ტერიტორიაზე შევიდნენ, აღმოსავლეთ ქურთისტანის ერთ-ერთი პარტიის მაღალჩინოსანმა Rudaw-სთან საუბრისას ეს ცნობა უარყო“, – აღნიშნულია ქურთული Rudaw-ის მიერ „იქსზე“ გამოქვეყნებულ პოსტში.

