აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ნიკოლოზ სამხარაძე ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენ ადერჰოლტს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

“დავასრულეთ შეხვედრა კონგრესმენ ადერჰოლტთან, რომელიც არის საგარეო კომიტეტის წევრი და ამავდროულად, არის აშშ-ის დელეგაციის წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები,” – განაცხადა სამხარაძემ.

მისი თქმით, კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიულ როლზე ტრანზიტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპაციის საკითხებით, რა ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონებში და ჩვენ მას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ ამ თემაზე, ასევე, იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას. გვქონდა საუბარი საქართველოს ტრანზიტის და დაკავშირებადობის ფუნქციაზე და ამ მიმართულებით ჩვენს სტრატეგიულ როლზე. ასევე, შევთანხმდით, რომ როგორც საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლები, ამ მიმართულებითაც აქტიურად ვითანამშრომლებთ. ასევე, კონგრესმენი ცნობილია მისი დაინტერესებით ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში და შევთავაზეთ, რომ ამ საკითხებზეც ერთობლივად ვიმუშაოთ საქართველოს პარლამენტმა და აშშ-ის კონგრესმა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

იტვირთბა....