ლიეტუვა განიხილავს აშშ-ის დახმარებას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში და შეუძლია ჯარების გაგზავნაც კი, თუ ვაშინგტონი ამას მოითხოვს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მთავარმა მრჩეველმა, ასტა სკაისგირიტემ განაცხადა.
ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ლიეტუვას აშშ-სგან ჯარების გაგზავნის თაობაზე არანაირი მოთხოვნა არ მიუღია. სკაისგირიტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვის ძალების გაგზავნის შესახებ ნებისმიერი განხილვა ჰიპოთეტურია.
ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-სა და ისრაელს ირანზე დარტყმების განხორციელების საფუძველი ჰქონდათ და ამ ნაბიჯს გარდაუვალი უწოდა ბირთვული იარაღის შემუშავებასთან დაკავშირებით თეირანის პოზიციის გამო.
„სამწუხაროდ, ირანმა არ გაითვალისწინა აშშ-ის მოთხოვნები ურანის გამდიდრების შეჩერების, ბირთვული იარაღის წარმოების შეჩერების შესახებ და პრევენციული დარტყმები განხორციელდა. ჩვენ გვჯერა, რომ აშშ და ისრაელი ამ შემთხვევაში სწორად მოიქცნენ“, – აღნიშნა ლიეტუვი პრეზიდენტის მრჩეველმა.

