აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანზე დარტყმებს, ძალის გამოყენება ვერ გადაჭრის პრობლემებს…” – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთი ეწინააღმდეგება ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს, ძალის გამოყენება ვერ გადაჭრის პრობლემებს, ამის ნაცვლად, ის ახალ პრობლემებს შექმნის და მძიმე შედეგებს დატოვებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ისრაელელ კოლეგასთან, გიდეონ საართან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამხედრო ძლიერების ნამდვილი ღირებულება ბრძოლის ველზე კი არა, ომის პრევენციაშია.

„ყველა მხარე უნდა იცავდეს გაერო-ს წესდების მიზნებსა და პრინციპებს და თავი შეიკავოს საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენების მუქარისგან. ეს ასევე ემსახურება ყველა მხარის, მათ შორის ისრაელის ფუნდამენტურ ინტერესებს. წლების განმავლობაში ჩინეთი ერთგული იყო ირანის ბირთვული საკითხის პოლიტიკური მოგვარების წინსვლის მიმართ. ირანსა და აშშ-ს შორის ბოლო მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა, რაც ასევე ითვალისწინებდა ისრაელის უსაფრთხოების საკითხებს. სამწუხაროდ, ეს პროცესი სამხედრო დარტყმებმა შეაფერხა“, – განაცხადა ვან იმ.

ჩინეთი მოუწოდებს მხარეებს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია და უკონტროლო გამწვავება.

იტვირთბა....