ირანის რეჟიმი ემუქრება ყველა მოქალაქეს, ვინც აიათოლას მმართველობას დაუპირისპირდება – დღეს ირანულ ტელევიზიასთან საუბარში რეჟიმის წარმომადგენელმა იმ პირების დასჯა დაანონსა, ვინც ამერიკასთან რაიმე ფორმით ითანამშრომლებს.
“ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობს მტერთან, ჩაითვლება მტრად. ახლა ომის პერიოდია. მათ ოფიციალურად გამოაცხადეს ომი და დაიწყეს იგი. თუ ვინმე, ნებისმიერი სიტყვით თუ მოქმედებით, იმოქმედებს ამ კრიმინალი მტრის – ანუ ამერიკის ინტერესების სასარგებლოდ, ის მტრის მხარეს დგას. ასეთ პირებთან მიმართებით გამოყენებული იქნება რევოლუციური და ისლამური პრინციპები, როგორც ეს ომის დროს არის მიღებული”, – განაცხადა აიათოლას რეჟიმის წარმომადგენელმა.

