აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო ძალები ირანის სამხედრო ობიექტებს ბომბავენ

უხოური მედიის ინფრომაციით, ამ წუთებში, თეირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ობიექტები ისრაელის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლების მიერ ინტენსიურად იბომბება.

ბოლო საათების განმავლობაში აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმები ირანის სამხედრო ობიექტებზე ქურთებით დასახლებულ სასაზღვრო რეგიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის სასაზღვრო საგუშაგოებზე, ბაზებზე, პოლიციის განყოფილებებსა და „ბასიჯის“ ობიექტებზე.

მედიის ინფორმაციით, ამ დარტყმებმა შესაძლოა გზა გაუხსნას ერაყის ქურთისტანში ბაზირებულ ირანელ ქურთ მებრძოლთა ჯგუფებს — პოტენციურად რამდენიმე ათას მებრძოლს. დასავლეთ ირანში შესასვლელად, რომლისთვისაც  ძლიერ საჰაერო ფარს ამერიკისა და ისრაელის ავიაცია უზრუნველყოფს.

იტვირთბა....