ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გაუკეთა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირანის ნაკრებმა, შესაძლოა, უარი თქვას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში თამაშზე.
„ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია, ითამაშებს თუ არა ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე. მე ვფიქრობ, რომ ირანი არის ქვეყანა, რომელმაც სასტიკი მარცხი განიცადა“, – მოჰყავს ტრამპის სიტყვები გამოცემა Politico-ს.
უფრო ადრე, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის ბოიკოტის შესაძლო გამოცხადების შესახებ ილაპარაკა ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეჰდი თაჯმა.
ირანი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ჩაატარებს.

