აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ისრაელის ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებმა, შესაძლოა, საბოლოოდ აიძულოს აშშ-ს, გადახედოს ებრაული სახელმწიფოს სამხედრო მხარდაჭერას” – კალიფორნიის გუბერნატორი

ისრაელის ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებმა, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით, შესაძლოა, საბოლოოდ აიძულოს აშშ-ს, გადახედოს ებრაული სახელმწიფოს სამხედრო მხარდაჭერას, – ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა.

„გული მტკივა, რადგან ისრაელის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა იმ გზით მიგვიძღვის, სადაც ვფიქრობ, რომ არჩევანი არ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – ამბობს ნიუსომი იმ შესაძლებლობაზე, რომ აშშ-მა შესაძლოა გადახედოს მის სამხედრო მხარდაჭერას.

გევინ ნიუსომი ეწინააღმდეგება ირანთან ბრძოლას და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ადანაშაულებს თავისი ქვეყნის „უკანონო, სახიფათო ომში“ ჩათრევაში, რაც, მისი თქმით, რისკის ქვეშ დააყენებს ამერიკელი სამხედროების და ქვეყნის მეგობრების სიცოცხლეს ამერიკელი ხალხის წინაშე გამართლების გარეშე.

მიიჩნევა, რომ გევინ ნიუსომი 2028 წელს აშშ-ის საპრეზიდნტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

იტვირთბა....