ახალი ამბები

“თოვლი ჩვენი ქალაქისთვის ცხადია უცხო არ არის, რის გამოც ზამთრის სეზონს ყოველთვის მომზადებულები ვხვდებით” – კახა კალაძე

“თოვლი ჩვენი ქალაქისთვის ცხადია უცხო არ არის, რის გამოც ზამთრის სეზონს ყოველთვის მომზადებულები ვხვდებით. ჩვენ გვქონდა ვიდეოჩართვა – ველოდებოდით უხვ ნალექს თოვლის სახით და გვქონდა სრული მზადყოფნა – ყველა ჩვენი შესაბამისი სამსახური, გამგეობებით დაწყებული, ჩვენი ინფრასტრუქტურით დამთავრებული, იყო ყველანაირად მომზადებული – სპეცტექნიკით, ცოცხალი ძალით და 24 საათიან რეჟიმში გრძელდებოდა მუშაობები.

გასული დღეების განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა ჩვენი მოსახლეობისთვის არაერთი პრობლემა შექმნა. ქალაქში დაფიქსირდა ხეებისა და ელექტროგადამცემი ბოძების წაქცევის უამრავი ფაქტი. ზიანი მიადგა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხე-მცენარეთა კოლექციას, ასევე არაერთ მისამართზე ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაფიქსირდა გადაადგილების პრობლემები…” -განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....