აფრანგეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში „რაფალის“ ტიპის ავიაგამანადგურებლები განალაგა. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თვითმფრინავების გაგზავნა იქ არსებული სამხედრო ბაზების დაცვას ისახავს მიზნად.
„მათ ჩვენს ბაზებზე საჰაერო სივრცის უსაფრთხოების ოპერაციები ჩაატარეს“, – განაცხადა ბარომ.
ფრანგ მინისტრს არ დაუკონკრეტებია თვითმფრინავების მიერ განხორციელებული მისიები, ან მონაწილეობდნენ თუ არა ისინი რაიმე დრონების ან რაკეტების ჩამოგდებაში, რომლებიც შესაძლოა, ბაზებს ემუქრებოდნენ.
საფრანგეთმა ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმა გააკრიტიკა. ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ოპერაცია საერთაშორისო სამართლის ფარგლებს გარეთ განხორციელდა.

