ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მინისტრი სტამბოლის აეროპორტიდან: „სამწუხაროდ, ვერ ჩამოვედი” – მთავრობის სხდომა გადაიდო

სტამბოლი-თბილისის რეისის გადადების გამო საქართველოში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ვერ ჩამოვიდა.

მისი თქმით,  რეისი თბილისში ძლიერი ქარის გამო ვერ შესრულდა. დღეს კი კვორუმის არარსებობის გამო თბილისში მთავრობის სხდომა გადაიდო.

„ვიმყოფები სტამბოლის აეროპორტში, წუხელ გამოფრენამდე ცოტა ხნით ადრე შეგვატყობინეს, რომ თბილისში ძლიერი ქარის გამო რეისი გადაიდო, როდესაც ადმინისტრაციასთან გავარკვიეთ, სტამბოლიდან ყველა რეისი გადაიდო. სამწუხაროდ, ვერ ჩამოვედი. ყოველთვის ვესწრები ხოლმე მთავრობის სხდომას. მითხრეს, რომ საღამოსკენ, 5-6 საათის ფარგლებში მოახერხებენ ჩვენს გამომგზავრებას,“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

იტვირთბა....