აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, არ შეუერთდნენ აშშ-ისა და ისრაელის შეტევას – „ეს ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება“

ირანი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, არ შეუერთდნენ შეერთებილი შტატებისა და ისრაელის შეტევას.

როგორც ირანის საგარეი საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაეილ ბაღეიმ განაცხადა, ეს ომის აქტი იქნება.

„ეს იქნება ომის აქტი. ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ასეთი ქმედება აგრესორებთან თანამონაწილეობად ჩაითვლება. ეს ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება“, – განაცხადა ესმაეილ ბაღეიმ.

მანამდე გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ შეუძლიათ, მიიღონ „პროპორციული თავდაცვითი ზომები, რათა გაანადგურონ ირანის შესაძლებლობა, ისროლოს რაკეტები და გაუშვას დრონები მათი მიმართულებით“.

იტვირთბა....