აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქალაქ მინაბში 28 თებერვლის თავდასხმისას სკოლის შენობაში დაღუპულთა დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო

ირანული მედიის ცნობით, ირანის ქალაქ მინაბში აშშ-ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპული 168 მოსწავლის და 14 მასწავლებლის დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ბავშვების მკვლელობაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულა. 25 დაღუპულის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.

„ეს არაადამიანური, სასტიკი ქმედება კიდევ ერთი ბნელი ფურცელია აგრესორების მიერ ამ მიწის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსრულებელ ჩანაწერში, რომელიც არასდროს წაიშლება ჩვენი ერის ისტორიული მეხსიერებიდან“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა.

მედიის ცნობით, ირანის სამხრეთში მდებარე ქალაქის სკოლაზე თავდასხმა 28 თებერვალს მოხდა.

იტვირთბა....