საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მომავალ არჩევნებსა და არაფორმალურ მმართველობაზე შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე ისაუბრეს.
“რესპუბლიკელმა” კონგრესმენმა სტივ რასელმა საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა.
„რუსეთი ჩვეული გეგმის მიხედვით ცდილობს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, იმ იმედით, რომ საქართველოს დედაქალაქში პრორუსული ხელისუფლება იქნება. მთავარი მოქმედი პირი ამ პოლიტიკურ პროცესში ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. მისი მიზანი საარჩევნო პროცესში ჩარევაა, ხმების ყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების დასჯის გზით. ასევე მისი მიზანია, ქვეყნის ადმინისტრაციული და პოლიტიკური რესურსების გამოყენებით, არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა.
“მოვუწოდებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს დაეხმაროს საქართველოს საარჩევნო პროცესის მონიტორინიგის თვალსაზრისით. მოვუწოდებთ შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები. მოვუწოდებ დასავლურ მედიას დააკვირდნენ წინასაარჩევნო პერიოდ აქტიურად, რადგან ეს შესაძლოა თავისუფლების ბოლო თვეები იყოს.”- განაცხადა რასელმა.
რასელმა აშშ-ს ხელისუფლებას მოუწოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუუქმოს აშშ-ს ვიზები.