ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ „ისრაელის კრიმინალური აგრესიის საპასუხოდ, რომელმაც ლიბანის ათობით ქალაქი და დაბა დაბომბა“, ისრაელის სამ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ გოლანის მაღლობებზე ნაფაჰის ბაზას „დიდი სარაკეტო ზალპით“ დაარტყეს.
გარდა ამისა, დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ დრონებით განახორციელეს თავდასხმა ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე მერონისა და რამათ დავიდის საჰაერო ბაზებზე.
ისრაელის სამხედრო ძალებს საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ამასთან, ისრაელი თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ლიბანის საზღვარზე ტაქტიკური ღონისძიება დაიწყეს და ხაზი გაუსვეს, რომ ეს არ არის ღონისძიება ლიბანის შიგნით ფართო სახმელეთო ოპერაციის ნაწილი.

