აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, აშშ მრავალწლიან კონფლიქტში ჩაერთოს, არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა” – ჯეი დი ვენსი

აშშ არ აპირებს, ჩაერთოს კონფლიქტში, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვენსის თქმით, პრეზიდენტს ერთი მკაფიო მიზანი აქვს, რათა დარწმუნდეს, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.

„ის, რაც პრეზიდენტს აქვს განსაზღვრული, არის ის, რომ მას არ სურს, ქვეყანა ირანის ბირთვული იარაღისგან მხოლოდ მისი მეორე ვადის სამი-ოთხი წელი დაიცვას. მას სურს დარწმუნდეს, რომ ირანს ვერასდროს ექნება ბირთვული იარაღი და ეს მოითხოვს ირანის რეჟიმის აზროვნების ფუნდამენტურ ცვლილებას“, – განაცხადა ვენსმა.

ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები არ შენდება მხოლოდ სამშვიდობო მიზნით გამოსაყენებლად, როგორც რეჟიმი აცხადებს, არამედ ისინი აგებულია ბირთვული იარაღის შესაქმნელად.

„დონალდ ტრამპი არანაირად არ დაუშვებს, ეს ქვეყანა მრავალწლიან კონფლიქტში აღმოჩნდეს. ჩვენ არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა“, – აღნიშნა ვენსმა.

იტვირთბა....