აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ყველაზე მძიმე დარტყმა აშშ-ის სამხედრო ძალების მხრიდან ჯერ კიდევ წინ არის” – რუბიო ირანზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აანონსებს, რომ ყველაზე მძიმე დარტყმა ირანზე აშშ-ის სამხედრო ძალებისგან “ჯერ კიდევ წინ არის”.

რუბიომ მედიასთან ტაქტიკური ძალისხმევის დეტალები არ გაამხილა თუმცა ხაზგასმით თქვა, რომ შემდეგი ფაზა ირანისთვის კიდევ უფრო სადამსჯელო იქნება, ვიდრე ახლა.

“ეს ოპერაცია იმიტომ უნდა ჩატარებულიყო, რომ ირანი, დაახლოებით ერთ ან წელიწად-ნახევარში, ზღვარს გადაკვეთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ იმდენი რაკეტა და იმდენი დრონი ექნებოდათ, რომ ვერავინ ვერაფერს მოიმოქმედებდა. ირანის წინააღმდეგ ოპერაციის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სახმელეთო ძალების გარეშე“ და აღნიშნა, რომ ყველაზე მძიმე დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის. ამჟამად ჩვენ არ ვართ მზად სახმელეთო ძალებისთვის, მაგრამ ცხადია, პრეზიდენტს ეს ვარიანტები აქვს. ის არასდროს არაფერს გამორიცხავს. ამჟამად აშშ-ს ყურადღება ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების, ბალისტიკური რაკეტების მარაგებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობების, ასევე მათი ცალმხრივი თავდასხმის დრონებისა და საზღვაო ფლოტის განადგურებაზეა ორიენტირებული. მე არ ვაპირებ ჩვენი ტაქტიკური ძალისხმევის დეტალების გამხელას, მაგრამ ყველაზე მძიმე დარტყმები ჯერ კიდევ აშშ-ის სამხედრო ძალებისგან წინ არის. შემდეგი ფაზა ირანისთვის კიდევ უფრო სადამსჯელო იქნება, ვიდრე ახლა”, – განაცხადა რუბიომ. 

იტვირთბა....